შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


გურამ ოტიაშვილი

მეხანძრე-მაშველი

32 წლის

"გარედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. როდესაც მეხანძრე-მაშველების რიგებსს შევუერთდი მივხდი, რომ რთული, საპასუხისმგებლო და ძალიან საინტერესო პროფესია ავირჩიე"

​გურამი 6 წელია მეხანძრე-მაშველად მუშაობს. ამ წლებმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მისი თქმით, მიხვდა, რომ ეს გუნდური პროფესიაა, ადამიანების გადასარჩენად ხომ ერთად იბრძვიან.

"როდესაც ხედავ როგორ იბრძვის შენი მეგობარი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, შენც ძალა გეძლევა და ცდილობ ყველაფერი გააკეთო.

​ალბათ, ადამიანებს საშუალება რომ ჰქონდეთ, ნახონ როგორია იყო მეხანძრე-მაშველი და იბრძოლო სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, უფრო მეტ ახალგაზრდას მოუნდებოდა მეხანძრე-მაშველი გამხდარიყო.

ეს სამუშაო მხოლოდ პროფესიულად არ გზრდის, აქ პიროვნებად ყალიბდები".

გაიცანი გმირი