შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ნიკა ბუღაძე

მეხანძრე-მაშველი

34 წლის

რთულია, როდესაც გამოძახებაზე მიდიხარ და აღმოაჩენ, რომ შენს ქმედებაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. თუმცა ამისთვის მუდამ მზად უნდა იყო.

"ფილმებიდან, სერიალებიდან ვიცნობდი ამ პროფესიას. თავიდანვე მომწონდა და ვიცოდი, რომ ღირსეული საქმე იყო. ერთ დღესაც ავდექი და ვთქვი, რატომ ვუყურო ეკრანზე, როდესაც შემიძლია თავად გავხდე მთავარი პერსონაჟი?! ზუსტად 5 წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაც ავიღე.

​ერთხელ გამოძახებაზე სამების ეკლესიაში ვიყავით. ქვედა სართულებზე დიდი დაკვამლიანება იყო. საკმაოდ რთული შემთხვევა იყო, საფრთხე არსებობდა, რომ კედელი ჩამოშლილიყო, თუმცა გუნდური მუშაობის შედეგად მოვახერხეთ და ხანძარი დავამარაცხეთ.

​ჩემი პროფესია მაძლევს საშუალებას, მუდამ ადამიანების გვერდით ვიყო".

გაიცანი გმირი