შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ედიშერ მარსაგიშვილი

მეხანძრე-მაშველი

32 წლის

10 წლის იყო, როდესაც მის სახლში ხანძარი გაჩნდა, რომ არა დედა, ბინის კარს ვერ გააღებდა და შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა. მას შემდეგ მიხვდა, რომ მეხანძრე-მაშველი უნდა გამხდარიყო და დახმარებოდა ადამიანებს, რომლებიც მსგავს სიტუაციებში თავის გადარჩენას ცდილობენ.

18 წლის იყო, როდესაც მეხანძრე-მაშველად მუშაობა დაიწყო. მას შემდეგ თითქმის 9 წელია ცხოვრების მთავარ მიზნად ადამიანების დახმარება აქცია.

"ჩემთვის ეს არ ყოფილა მხოლოდ პროფესიული არჩევანი, 10 წლიდან ვიცოდი, რომ მეხანძრე-მაშველი გავხდებოდი.

​ერთხელ, ხანძრის ჩაქრობის დროს, სახურავიდან ჩავვარდი და ხელი დავიზიანე. ნაიარევი ხელზე ახლაც მაქვს, თუმცა მას ტკივილი არ მოუტანია, იარა ჩემი ნაწილია, რომელიც სიამაყის გრძნობას მიჩენს".

გაიცანი გმირი