შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მარნეულის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი (მძღოლი)

ბოლო ვადა: 2018-09-10

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 750

ადგილების რაოდეობა: 2

სამსახურის ადგილმდებარეობა:მარნეული , ჟორდანიას ქ. 50

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • მორიგეობის დაწყებისას შეამოწმოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სა­მაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების მუშაუნარიანობა, გაუმართაობების აღმოჩენის შესახებ მოახსენოს ხელმძღვანელობას;
  • მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების მუდმივი მზადყოფნა ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებზე მიმართული მოქმედებებისათვის;
  • იცოდეს და შეეძლოს სააგენტოს დანაყოფში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის სპეციალურ აგრეგატებსა და მოწყობილობებთან მუშაობა;
  • იცოდეს გასვლის რაიონი, მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში ობი­ექტების, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების, ქუჩებისა და გასას­ვლე­ლების განლაგება;
  • შეასრულოს მოწყობილობების გამოყენების წესები მასზე მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სა­მაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურებისათვის, აწარმოოს  საჭირო საექსპლუატაციო დოკუმენტაცია;
  • განახორციელოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
  • შეასრულოს შრომის დაცვის წესების მოთხოვნები და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები;
  • განახორციელოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების ექსპლუატაცია ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად;
  • აწარმოოს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების მუშაობის, აგრეთვე საწვავ-საპოხი მასალების და სპეციალური სითხეების ხარჯის აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად;
  • კომპეტეციის ფარგლებში მოამზადოს მიმაგრებული ტექნიკა  ტექნიკური დათვალიერებისათვის;
  • მოახსენოს ხელმძღვანელობას მორიგეობის პერიოდში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების შენახვისა და ექსპლუატაციისას აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ.  
  • ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება;
  • მართვის მოწმობა B, C კატეგორია
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის N387 დადგენილება;

დ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N370 დადგენილება;

ე) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის N8 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 83ა

საკონტაქტო ტელეფონი - 591600063; 599548404


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 25 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში.

 

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, იმ პირებს რომლებიც გადავლენ მეორე ეტაპზე სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების დაშვებამდე კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმაN 100). მეორე ეტაპზე დაიშვებიამ მხოლოდ ის კანდიდატები რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა თავსებადი იქნება მეხანძრე-მაშველის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან.

6. მესამე ეტაპტზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

 

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.