შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსი

ბოლო ვადა: 2019-02-10

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 1750

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. ზუგდიდი

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  1. ხელმძღვანელობს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მუშაობას. გადის ხანძრის ჩაქრობის, ავარიების ლიკვიდაციის, სტიქიური უბედურების ადგილებზე;
  2. აანალიზებს მორიგე ცვლების პირადი შემადგენლობის მიერ ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებს;
  3. ახორციელებს კონტროლს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ შიდა განაწესის შესრულებაზე;
  4. ფლობს ინფორმაციას სახანძრო-სამაშველო განყოფილების გასვლის რაიონის, მის ტერიტორიაზე  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ხანძარ და ფეთქებადხანძარსაშიში ობიექტების განლაგების, ხანძარსაწი­ნააღ­მდეგო წყალმომარაგების, გასასვლელების და კავშირის საშუალებების მდგომარეობის, აგრეთვე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შეიარაღებაში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ;
  5. ორგანიზებას უწევს სახანძრო-სამაშველო სამმართველოს პირადი შემადგენლობის პროფესიულ, ტაქტიკურ და ფსიქოლოგიურ მომ­ზა­დებას; კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს სახანძრო-ტაქტიკურ მეცადინეობებს პირად შემადგენლობასთან, სამწყობრო დათვალიერებას, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით ვარჯიშებს, საკლასო-ჯგუფურ მეცადინეობებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებზე;
  6. უზრუნველყოფს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, კავშირის და რადიაციულ-ქიმიური დაცვის საშუალებების მუდმივ მზადოფნას და კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვას;
  7.  უზრუნველყოფს და აკონტროლებს პირადი შემადგენლობის მიერ შრომის დაცვის წესების მოთხოვნების შესრულებას, ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის პირად შემადგენლობასთან მომხდარი უბედური შემთხვევების კანონმდებლობით დადგენილი წესით დროულ და ამომწურავ გამოკვლევას;
  8. კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის შემადგენლობას თადარიგში არსებული ტექნიკის ხარჯზე;
  9. ამოწმებს მორიგე ცვლების მზადყოფნას ხანძრის ჩაქრობისა და სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;
  10. უზრუნველყოფს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური და სამაშველო შეიარაღების მუდმივ მზადყოფნას, აგრეთვე კონტროლს მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე და საწვავ-საპოხი მასალების და ცეცხლმაქრი ნივთიერებების ხარჯვის აღრიცხვაზე;
  11. იცის სახანძრო-სამაშველო დანაყოფში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის წესები და მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები;

12. ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის N387 დადგენილება;

დ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N370 დადგენილება;

ე) „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N371 დადგენილება;

ვ) „სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 09 მარტის №119 დადგენილება;

ზ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №20 ბრძანება.

თ) "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019  წლის 17 იანვრის  №4 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა

საკონტაქტო ტელეფონი - 599 54 84 04, 577 76 99 11.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • მართვის მოწმობის ასლი.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

 

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურისის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.

6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.