შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის მომარაგების სამმართველოს უფროსი

ბოლო ვადა: 2019-04-07

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 3800

ადგილების რაოდეობა: -1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა

სამუშაოს ტიპი: ნორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარით მომარაგებაზე ზედამხედველობა;
  • სამსახურის სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია;
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებასა და ინვენტარიზაციის შედეგების დადგენაში მონაწილეობა;
  • მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე  წლიური საჭიროებების განსაზღვრა;
  • სამსახურისათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული ან/და მიღებული აქტივების აღრიცხვა, დასაწყობება და საჭიროების შესაბამისად გაცემა/განაწილებაზე ზედამხედველობა;
  • სამსახურის საწვავით, საცხებ-საპოხი მასალებითა და სათადარიგო ნაწილებით  უზრუნველყოფა, მათი გაცემა-ჩამოწერის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში სამსახურის მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
  • საწყობში შემოსული პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის,  ასევე საწყობში არსებული კვების პროდუქტებისა და მშრალი საკვების ვარგისიანობის მიზნით ვადების შემოწმება; კვების პროდუქტების, მშრალი საკვებისა და სამზარეულო ინვენტარის დასაწყობება და სათანადო დუკუმენტაციის მიხედვით გაცემაზე ზედამხედველობა;
  • სამსახურის შესაბამისი დანაყოფების პირადი შემადგენლობის ნორმირებული სანივთე ქონებით უზრუნველყოფა;
  • ჩამოსაწერი ან გადასაცემი მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ დოკუმენტაციის მომზადებაზე კონტროლი; სხვადასხვა დანაყოფიდან დაზიანებული ან/და ჩამოსაწერი მატერიალური ფასეულობების მიღება-ჩაბარებაზე ზედამხედველობა გაფორმებული დოკუმენტაციის შესაბამისად;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“;

დ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილება;

ე) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება. 

ვ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №17 ბრძანება.

ზ) „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება;

თ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის     № 605 ბრძანება;


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა საკონტაქტო ტელეფონი - 577 76 99 11.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში;
  • სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5.  გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.