შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მოხალისეთა მართვისა და არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების სამმართველოს უფროსი

ბოლო ვადა: 2019-05-18

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 2700

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • მონაწილეობს  არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახელმწიფო კომისიაში და უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინტერესებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით ახალწვეულთა საჭირო რაოდენობის შერჩევას;
  • ორგანიზებას უწევს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  ახალწვეულთა დასაქმებას;
  • აკონტროლებს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის გამსვლელთა მიერ კანონით გათვალისწინებული დასაქმების პირობების შესრულებას;
  • ტერიტორიული, პროფესიული ან/და ასაკობრივი ნიშნით ხელს უწყობს მოხალისეების ორგანიზებას; განსაზღვრავს მოხალისეთა ჯგუფების ლიდერებს, მათი კვალიფიკაციიდან ან/და სპეციალური უნარებიდან გამომდინარე;
  • სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობის განვითარების მიზნით, ხელს უწყობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ახორციელებს პროექტებს მოხალისეობის განვითარებისა და მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებული  მოხალისეებისა და მოხალისეთა გაერთიანებების საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების მიზნით, ამზადებს საფუძველს ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გასაფორმებლად; 
  • საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს გრანტების მოძიებას საქართველოში მოხალისეობის განვითარებისა და მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებული მოხალისეების მომზადების/გადამზადების მიზნით პროექტების განსახორციელებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის  №24 ბრძანება;

დ)  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება;

ე) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №20 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა

საკონტაქტო ტელეფონი 577 76 99 11.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

 

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

 

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.

 

6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.