შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის (სამმართველო) საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი

ბოლო ვადა: 2019-05-18

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 2000

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ.თბილისი ინგოროყვას ქ. №7

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებისა და ვიზიტების ორგანიზება (სასტუმროს,ავიაბილეთების დაჯავშნა)სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • საზღვარგარეთ და უცხო ქვეყნების შესაბამისი უწყებების დელეგაციების საქართველოში ვიზიტების ორგანიზება, მათ შორის სხვადასხვა ღონისძიებების უზრუნველყოფა (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი/ვახშამი, განთავსება, საჩუქრების შერჩევა).
  • სამსახურში ოფიციალური მიღებების, კონფერენციების, სემინარების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება.
  • სამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის კონტროლი (მიღება/გაგზავნა/თარგმნა).
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

ე)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“

ვ)"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019  წლის 17 იანვრის  №4 ბრძანება;

ზ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის  №24 ბრძანება;


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა

საკონტაქტო ტელეფონი - 577 76 99 11.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • მართვის მოწმობის ასლი.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

 

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურისის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.

6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.