შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს პირადი საქმეების აღრიცხვისა და პროფესიული მომზადების ჯგუფის სპეციალისტი

ბოლო ვადა: 2019-05-24

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 1200

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ.თბილისი ინგოროყვას ქ. №7

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, სოციალურ საკითხებთან და წელთა ნამსახურობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმება;
  • საშტატო-საორგანიზაციო დოკუმენტების შემუშავება და მოსამსახურეთა რიცხობრივი ანალიზი;
  • სამსახურის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულის რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;
  • სამსახურებრივი მოწმობებისა და დროებითი საშვების გამოწერა, დამზადება, გაცემა, აღრიცხვა და ჩამოწერა, შესაბამისი კარტოთეკის წარმოება;
  • სამსახურის მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეებზე შესაბამისი ცნობების გაცემა;
  • არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურში გაწვეულ მოქალაქეთა აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების წარმოება და მათთვის სპეციალური მოწმობების გაცემა;
  • სამსახურში დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ცნობებზე დასაშვებად მოსამსახურეთა თანამდებობრივი ნომენკლატურის შემუშავება და მის შესაბამისად სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების პროცესის წარმართვა;
  • მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, მოსამსახურეთა პირად საქმეებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და შეცდომების გასწორება;
  • ყოფილი მოსამსახურეების სპეციალური აღრიცხვიდან მოხსნა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამისი მუნიციპალიტეტის სამხედრო განყოფილებისათვის სათანადო დოკუმენტაციის გადაგზავნა სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირთა რეზერვში ჩარიცხვის მიზნით;
  • სამსახურის მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლების აღრიცხვა და გაცემა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება);
  • შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ადამიანური რესურსების მართვის კუთხით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

ვ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“

ზ)"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019  წლის 17 იანვრის  №4 ბრძანება;

თ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის  №24 ბრძანება;

ი) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო

საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის  №29 ბრძანება;


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა

საკონტაქტო ტელეფონი - 577 76 99 11.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • მართვის მოწმობის ასლი.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურისის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.

6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.