შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის უფროსი

ბოლო ვადა: 2018-08-24

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 5000

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N7

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • IT პროცესების მართვის გამოცდილება (Agile / Waterfall);
  • დაპროგრამების საფუძვლების სიღრმისეული ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება, მათ შორის პროგნოზირებისათვის საჭირო ანალიტიკური უნარები  ტექნოლოგიების მიმართულებით ტენდენციებისა  და გამოწვევების გამოსავლენად;
  • სამსახურიში არსებული ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონიერბისათვისი საჭირო პროცესების მართვა, IT ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის მომზადება;
  • სამსახურში არსებული კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური მხარდაჭერის პროცესების მართვა;
  • საინფორმაციო სისტემების არქიტექტურის დაგეგმვის, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და მისი დანერგვის პროცესების მართვა;
  • კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური უზრუნველყოფის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავების პროცესების მართვა და მისი რეალიზაციის ორგანიზება;
  • სამსახურში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა და მათი ავტომატიზაციის მიზნით შესაბამისი გადაწყვეტილებების მომზადება;
  • სამსახურის საქმიანობის სფეროში სხვადასხვა სახის  სტატისტიკური და ანალიტიკური ანგარიშგების მომზადების უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება(ფიზიკა მათემატიკა ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);
  • შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

გ)  საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

დ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“

ე) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილება;

ვ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის  N8 ბრძანება;

ზ)“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №9 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N 7

საკონტაქტო ტელეფონი - 591600063, 599548404


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

 

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. კონკურსი ჩატარდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7).


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.