შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი

ბოლო ვადა: 2018-08-24

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 4400

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N7

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  1. საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე სტრატეგიისა და  სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  2. სამსახურში მიმდინარე პროცესებზე (რეფორმები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები, სემინარები და ა.შ.) ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;
  3. პრესკონფერენციების, ინტერვიუების, ბრიფინგების, პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლების ორგანიზება;
  4. სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მედიასთან ურთიერთობის კოორდინაცია;
  5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან დაკავშირებული მასალების დამუშავება;
  6. სამსახურის ვებ-გვერდზე ახალი ინფორმაციის განთავსება და მონიტორინგი;
  7. მოკლე პერიოდისა და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება;
  8. სამსახურისა და სამსახურის ხელმძღვანელი პირების იმიჯზე ზრუნვა;
  9. PR-კამპანიის დაგეგმვა, ანალიზი, განხორციელება და მონიტორინგი;
  10. სოციალური მედიის, როგორც ონლაინ PR-ის კომპონენტის აქტიური გამოყენება და შესაბამისი მასალით უზრუნველყოფა;
  11. სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს სამსახურის ურთიერთობის კოორდინაციას;
  12. უზრუნველყოფს ფოტო და ვიდეო არქივის შექმნას;
  13. ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ;
  • მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

დ)  საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

ე) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილება;

ვ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის  N8 ბრძანება;

ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის №12 ბრძანება „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N 7

საკონტაქტო ტელეფონი - 591600063, 599548404


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

 

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. კონკურსი ჩატარდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7).


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.