შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საორგანიზაციო სამმართველოს საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი

ბოლო ვადა: 2018-08-24

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 1200

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N7

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად ახორციელებს საქმისწარმოების, მათ შორის, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას;
  • უზრუნველყოფს საქმისწარმოების, საიდუმლო რეჟიმის დაცვას;
  • უზრუნველყოფს შემოსული არასაიდუმლო და საიდუმლო კორესპოდენციების დროულ დაყვანას შემსრულებლამდე და კონტროლს უწევს მათ დროულ შესრულებას, აგრეთვე ზემდგომი ორგანოებიდან კონტროლზე აყვანილი კორესპოდენციების  დადგენილ ვადებში შესრულებას;
  • საიდუმლო დოკუმენტების დაკარგვისას აცნობებს ხელმძღვანელობას. იღებს ზომებს დაკარგული საიდუმლო დოკუმენტების მოძიებისათვის.
  • გასაგზავნად ამზადებს ხელმძღვანელობის მიერ ხელმოწერილ საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტებს;
  • ახორციელებს რეესტრის შედგენას;
  • აწარმოებს არსებული დოკუმენტაციის დაარქივებას.
  • ადგენს გაუქმებული დოკუმენტების განადგურების აქტებს, აკეთებს შესაბამის აღნიშვნებს რეგისტრაციის ჟურნალში;
  • პასუხს აგებს ნომრიანი ბეჭდების შენახვასა და გამოყენებაზე;
  • ასრულებს საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების კურიერის ფუნქციას;
  • ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის ,,EFLOW’’-ის პროგრამის მეშვეობით   აწარმოებს დოკუმენტბრუნვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება,
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“

გ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

დ)  საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

ე)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“

ვ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილება;

ზ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის  N8 ბრძანება;

თ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საორგანიზაციო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №10 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N 7

საკონტაქტო ტელეფონი - 591600063, 599548404


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. კონკურსი ჩატარდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7).


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.