შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შიდა აუდიტის დეპარტამენტის აღმოსავლეთის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ბოლო ვადა: 2018-08-24

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 2000

ადგილების რაოდეობა: 3

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N7

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამსახურის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია, სამსახურის საქმიანობაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, სამსახურის უფროსისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
  • სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შესაბამისი დასკვნის ან ცნობის მომზადება;
  • სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე შემოსული საჩივრების, განცხადებების განხილვასა და აღნიშნულთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება;
  • სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენასა და მათზე რეაგირება;
  • სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის სისტემაში შესაძლო დარღვევებისა და დისციპლინური გადაცდომების პრევენციისათვის სამსახურის სისტემაში შემავალ დანაყოფებში სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, დანაყოფების საქმიანობის შემოწმება;
  • სპეციალური შემოწმების ჩატარება;
  • სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათზე რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.
  • საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის, სამსახურის უფროსისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა  დაცვის კონტროლი;
  • ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

ვ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“

ზ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილება;

თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №16 „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ი) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №8 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N 7

საკონტაქტო ტელეფონი - 591600063, 599548404


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. კონკურსი ჩატარდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7).


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.