შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს კოორდინაციის განყოფილების უფროსი

ბოლო ვადა: 2018-09-01

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 1300

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ოზურგეთის რაიონი, გურამიშვილის ქ. N13

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • ტექნიკა-აღჭურვილობის მდგომარეობის (გამართულობის) შესახებ ინფორმაციის მუდმივი ფლობა;

  • საგანგებო სიტუაციებისა და ხანძრების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტი მიღება-ანალიზი და რეაგირებისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა;

  • საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ღონისძიებებში მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ჩაბმა;

  • საჭიროების შემთხვევაში, სავალდებულო ოპერაციების შესრულებისათვის წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება;

  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

  • უცხოე ენის ცოდნა (სასურველია).


საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის N387 დადგენილება;

დ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N370 დადგენილება;

ე) „სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 09 მარტის №119 დადგენილება;

ვ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №20 ბრძანება.

ზ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის N8 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 83ა

საკონტაქტო ტელეფონი - 591600063; 599548404


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 25 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);

  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში.

 

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

  • ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;

  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, იმ პირებს რომლებიც გადავლენ მეორე ეტაპზე სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების დაშვებამდე კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმაN 100). მეორე ეტაპზე დაიშვებიამ მხოლოდ ის კანდიდატები რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა თავსებადი იქნება მეხანძრე-მაშველის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან.

6. მესამე ეტაპტზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.