შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სტრატეგიული დაგეგმვის და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლიგიების სამმართველო წამყვანი სპეციალისტი

ბოლო ვადა: 2018-11-07

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 1500

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:იმერეთის რეგიონი

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:

 

ა) კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრინველყოფა, მათი დიაგნოსტიკა, პრობლემების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა;
ბ) პასიური და აქტიური ქსელური მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟი და მომსახურება;
გ) პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება;

დ) ოპერაციული სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და მომსახურება;

ე) ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა პერსონალისათვის;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ფიზიკა/მათემატიკის განხრით;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • Cisco-ს სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად. 

საკონკურსო თემატიკა:

ა)  საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20158 წლის 31 ივლისის N387 დადგენილება;

ვ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №8 ბრძანება;

ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №17 ბრძანება;


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N 7

საკონტაქტო ტელეფონი - 591600063, 599548404


დამატებითი ინფორმაცია:

. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

 

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. კონკურსი ჩატარდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7).


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.