შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის II სამმართველოს უფროსი

ბოლო ვადა: 2018-10-26

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 3800

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N36

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:

ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოს მიკუთვნებულ კორესპონდენციას  სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;

გ) უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) საჭიროებისამებრ ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს სამსახურისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულებას;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა)  საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N371 დადგენილება;

დ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N370 დადგენილება;

ე) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20158 წლის 31 ივლისის N387 დადგენილება;

ვ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №19 ბრძანება;

ზ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №8 ბრძანება;

თ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 5 სექტემბრის №25 ბრძანება;


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N 7

საკონტაქტო ტელეფონი - 591600063, 599548404


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. კონკურსი ჩატარდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7).


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.