შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საქართველო სახანძრო ზედამხედველობის და სერვისების კუთხით ლიეტუვასთან და ლატვიასთან ითანამშრომლებს

საქართველო სახანძრო ზედამხედველობის და სერვისების კუთხით ლიეტუვასთან და ლატვიასთან ითანამშრომლებს

ოფიციალური ვიზიტით ბალტიისპირულ ქვეყნებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი როინ ვარშანიძე და სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფროსი ზაზა ფანცულაია იმყოფებოდნენ. სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ ლიეტუვისა და ლატვიის სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის შესახებ არსებულ საკანონმდებლო სისტემასა და მათი უწყებების ძირითად ფუნქციებს სახანძრო ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების მიმართულებით. მხარეებმა ერთმანეთს შენობა-ნაგებობების ზედამხედველობის, მოსახლეობისთვის სახანძრო უსაფრთხოების სწავლების ორგანიზების, ხანძრების მოკვლევის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში გამოცდილება გაუზიარეს.