შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სენაკისა და მარტვილის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების ავტოპარკს Mitsubishi-ს მარკის ორი ავტომანქანა შეემატა

სენაკისა და მარტვილის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების ავტოპარკს Mitsubishi-ს მარკის ორი ავტომანქანა შეემატა

მეხანძრე-მაშველები ახალ ტექნიკას ორივე ქალაქში სამაშველო ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ. რეგიონში სახანძროს-სამაშველო ტექნიკის სრული განახლება ეტაპობრივად მოხდება.

ახალი ავტომანქანების გადაცემის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუხიშვილი ესწრებოდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ავტოპარკის განახლების პროცესის პარალელურად, ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს. ზუგდიდში, ანაკლიასა და მარტვილში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობების მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.