შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


დაბა ლაითურთან გაჩენილი ხანძრის ქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო

დაბა ლაითურთან გაჩენილი ხანძრის ქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო

ოზურგეთი - დაბა ლაითურთან, შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი.

ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.