შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ოზურგეთი - სოფელი შემოქმედი - ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ოზურგეთი - სოფელი შემოქმედი - ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

იწვის ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი.

დამწვარია 30 ჰა ფართობი.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების დამატებითი ძალები.

ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი

ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.

ცეცხლის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება