შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 50 წლის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს

მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 50 წლის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს

ბათუმი - გონიო.

მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 50 წლის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს.

წყლის დონის მომატების შედეგად, სათევზაოდ წასული მამაკაცი ხიდის ქვეშ შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ბათუმის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.