შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტალიურ კომპანია "GRISPORT"-სგან მეხანძრე-მაშველებისთვის ახალ ფეხსაცმელს შეიძენს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტალიურ კომპანია "GRISPORT"-სგან მეხანძრე-მაშველებისთვის ახალ ფეხსაცმელს შეიძენს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა იტალიურ კომპანია "GRISPORT"-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სამსახური კომპანიისგან მეხანძრე-მაშველებისთვის 4000 წყვილ სპეციალურ ფეხსაცმელს შეიძენს.

ხელშეკრულებას ხელი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ონოფრიშვილმა და GRISPORT S.P.A.-ს წარმომადგენელმა ლუჩიანო ზილიოტომ მოაწერეს.

აღნიშნული ფეხსაცმელი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.

მეხანძრე-მაშველების სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის 677 600 ლარი გამოიყო.