შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სამტრედიაში,  საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 58 წლის მამაკაცი დაშავდა

სამტრედიაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 58 წლის მამაკაცი დაშავდა

სამტრედია - სოფელი ტოლებში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 58 წლის მამაკაცი დაშავდა.

შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც ნგრევა მოყვა.

ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.