შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ევროკავშირის ექსპერტმა სახანძრო-სამაშველო განყოფილებები მოინახულა.

ევროკავშირის ექსპერტმა სახანძრო-სამაშველო განყოფილებები მოინახულა.

ევროკავშირის ექსპერტი სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში დიტერ პილატი დადებით შეფასებას აძლევს საქართველოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ექსპერტმა საქართევლოს რეგიონებში სახანძრო-სამაშველო განყოფილებები მოინახულა. დიტერ პილატი ბათუმში, ჩაქვში, ქუთაისში, ჭიათურაში, ბაკურიანში, ახალციხეში, ხაშურში, გორში, ყაზბეგსა და გუდაურში იმყოფებოდა. 
ვიზიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ექსპერტი სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს, სადაც კონკრეტული რეკომენდაციები იქნება გაცემული. 


„საქართველოს აქვს უსაფრთხოების კარგი სისტემა. ჩემი ვიზიტის მიზანია უახლოეს დღეებში მოვამზადო მოხსენება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და მოგცეთ კონკრეტული რეკომენდაციები. რა გაქვთ გასაკეთებელი სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის, ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველთა შემადგენლობის კუთხით. მთავარი მიზანია მაქსიმალურად დაუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს.“ - განაცხადა დიტერ პილატმა.
ევროკავშირის ექსპერტი საქართველოში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.