შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ახმეტის რაიონში მეხანძრე-მაშველი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა

ახმეტის რაიონში მეხანძრე-მაშველი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.