შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ახმეტაში გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

ახმეტაში გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

მეხანძრე-მაშველი ლევან ოღაძე, რომელიც 12 მარტს, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, მშობლიურ სოფელში დღეს დაკრძალეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში პატივის მისაგებად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ.

საპატიო ყარაულის ჩოხოსნებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა გარდაცვლილი ლევან ოღაძის ოჯახის წევრებს გადასცეს. საპატიო ყარაულმა მეხანძრე-მაშველის ხსოვნას საგანგებო ზალპით პატივი მიაგო.

ლევან ოღაძე 34 წლის იყო. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე- მაშველის, ლევან ოღაძის ოჯახსა და ახლობლებს.