შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

კატასტროფის რისკის შემცირების მიმართულებით უწყებათაშორისი სემინარი გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კოორდინაციით, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამისა (NATO-GEORGIA PDP) და გაეროს კატასტროფის რისკის შემცირების ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის (UNDRR ROECA) ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერით, კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებზე უწყებათაშორისი სემინარი გაიმართა. სემინარის მიზანი იყო კატასტროფის რისკის შემცირების სფეროში პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე მონაწილეებისთვის არსებული გლობალური ჩარჩო-დოკუმენტების, საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა მიიღეს. დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

კვირის სტატისტიკა

სახანძრო-სამაშველო ოპერაციები 1023

აფხაზეთი 0
აჭარა 127
გურია 23
იმერეთი 98
თბილისი 430
კახეთი 54
მცხეთა-მთიანეთი 29
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 12
სამეგრელო-ზემო სვანეთი 57
სამცხე-ჯავახეთი 31
ცხინვალის რეგიონი 0
ქვემო ქართლი 93
შიდა ქართლი 69

  • სამაშველო ოპერაცია
  • ხანძრის ქრობის ოპერაცია
  • სპეც. დავალება

სამაშველო ოპერაცია 780
ხანძრის ქრობის ოპერაცია 157
სპეც. დავალება 86