გიორგი გელაშვილი

მეხანძრე-მაშველი

23 წლის

2 წელია, რაც მეხანძრე-მაშველად მუშაობს. გიორგისთვის ეს არ არის ჩვეულებრივი პროფესია, ეს არის საქმიანობა, რომელიც გმირის სტატუსს შენდაუნებურად განიჭებს. მისი აზრით, იყო მეხანძრე-მაშველი ნიშნავს ემსახურო ქვეყანას და პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომელთაც შენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. რთული ხანძრების და შემთხვევების დროს ხვდება, რომ თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე მის ცხოვრებასაც ცვლის.

კითხვაზე რას ნიშნავს იყო მეხანძრე-მაშველი, გვპასუხობს - ეს ცხოვრებისეული გაკვეთილია, რომელიც სიკეთის კეთებას გასწავლის.