ირაკლი დავითიძე

მეხანძრე-მაშველი

30 წლის

20 წლის იყო, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და მეხანძრე-მაშველი გახდა. ზუსტად 10 წელია ემსახურება პროფესიას, რომლითაც ადამიანების დახმარება ყველაზე უკეთ გამოსდის.

მისი აზრით, მეხანძრე-მაშველობა ძალიან საპასუხისმგებლო და სახიფათო პროფესიაა. ეს საქმე გაძლევს შესაძლებლობას დაეხმარო ადამიანებს და გადაარჩინო მათი სიცოცხლე.

ირაკლი ამბობს, რომ იქ ყოფნა, სადაც ადამიანებს შენს გარდა არაფრის და არავის იმედი არ აქვს, მის სამუშაოს, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას სძენს.