×
საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

გოჩა მისრიაშვილი

მეხანძრე-მაშველი

60 წლის

პროფესია, რომელსაც ნახევარი ცხოვრება მიუძღვნა და დღემდე ადამიანების გადასარჩენად იბრძვის. ის 28 წლის განმავლობაში პროფესიის ერთგულია და იცის, რომ ადამიანებს მისი დახმარება სჭირდებათ. გოჩა მისრიაშვილი 58 წლის მეხანძრე-მაშველია, ის ოცმეთაურია და ცეცხლის დროს ხანძრის სალიკვიდაციო ჯგუფის ხელმძღვანელია, საკუთარ თავს სწორედ ამ ტერმინით მოიხსენიებს - "ხანძრის ხელმძღვანელი".

"მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვემსახურები, არც კი მახსოვს რამდენ გამოძახებაზე ვარ ნამყოფი. ბუნებრივია, რაოდენობას არც აქვს მნიშვნელობა, მთავარი ხომ ჩვენი მიზანია, ნებისმიერ ფასად გადაარჩინო ადამიანის სიცოცხლე.

​მე მდიდარი ადამიანი ვარ, ეს სიმდიდრე ჩემი პროფესიის დამსახურებაა. თითოეული გადარჩენილი ადამიანი სიცოცხლეს მმატებს და მაჯერებს, რომ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები.

​მახსოვს, დიღომში, საავადმყოფოში ვიყავი გამოძახებაზე, პაციენტები და ექიმები გამოგვყავდა შენობიდან. მაშინ ჩემ თავს პირობა მივეცი, არასდროს დავიხევ უკან და მათი თვალებიდან წამოსულ იმედის გრძნობას ყოველთვის გავამართლებ. 28 წელია ვცდილობ ეს პირობა ავასრულო".