გიორგი ბეროშვილი

მეხანძრე-მაშველი

34 წლის

"როგორც წესი, უფრო წუთების დავიწყებაა შეუძლებელი. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, გლდანში კორპუსის მიშენება ჩამოინგრა. შემთხვევას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, ჩვენ იმედს არ ვკარგავდით, რომ ნანგრევების ქვეშ ცოცხლად გადარჩენილებს მივაგნებდით და ამიტომ ტექნიკის გამოყენების ნაცვლად ხელით ვმუშაობდით. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ ნანგრევებში ახალგაზრდა გოგონა იყო მოყოლილი. რამდენიმე საათის განმავლობაში ვესაუბრებოდი და ვამშვიდებდი. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ შევძელით. მას სალომე ერქვა".