გიორგი აფაქიძე

მეხანძრე-მაშველი

41 წლის

გიორგი ყოფილი მორაგბეა. 9 წლის წინ, პროფესიული არჩევანი გააკეთა და მეხანძრე-მაშველი გახდა. ახლა ათმეთაურია და ხანძრის დროს ყოველთვის პირველ ხაზზეა. 

თითოეული ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე ჩემთვის რაგბის მოედანზე განცდილი გამარჯვების ტოლფასია. შენ ადამიანებს ეხმარები, მათი სიცოცხლის სადარაჯოზე დგახარ და ეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ხდება.

​მახსოვს, თბილისში ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი იყო. მე-5 სართულზე მცხოვრები ოჯახი ბინიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ჩვენ ისინი გადავარჩინეთ.

​რაგბი ძალიან ჰგავს ჩემ პროფესიას. ჩვენთვის გუნდურობაა მნიშვნელოვანი. რომ არა შენი გუნდის წევრები, მარტო ვერაფერს შეძლებ. 

​დღეს, რომ მეხანძრე-მაშველი ვარ, ცოტა უცნაურიც კია. ბავშვობაში ცეცხლთან თამაში მიყვარდა და თითქმის ყველგან ცეცხლს ვაჩენდი. ახლა პირიქით, ის ადამიანი ვარ, რომელიც ცეცხლის ჩასაქრობად ყველაფერს აკეთებს".

გაიცანი გმირი