გიორგი ქობელაშვილი

მეხანძრე-მაშველი

32 წლის

"მეხანძრე-მაშველობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ბუნებრივია, მაშინ ზუსტად ვერ ვაცნობიერებდი, რა პასუხისმგებლობა იყო ეს.

​გიორგი ქობელაშვილი 5 წელია მეხანძრე-მაშველად მუშაობს. ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა რთულ სიტუაციაში მოუწია მუშაობა, თუმცა მიიჩნევს რომ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, მეხანძრე-მაშველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს.

"როდესაც მეკითხებიან, კონკრეტული ისტორია გაიხსენეო, ყოველთვის ერთი შემთხვევა მახსენდება. დიღომში გამოძახებაზე ვიყავით გასულები, თავიდან ვერ ვხდებოდით, რა ხდებოდა ბინაში. ოჯახი კონტაქტზე არ გამოდიოდა. ბინაში პირველი მე შევედი. 2 ქალი და 3 ბავშვი უგონო მდგომაროებაში იწვა. პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ და 5 მათგანი გონზე მოვიყვანეთ. 

​ასეთ დროს აცნობიერებ, რომ შენზეა დამოკიდებული გადაარჩინო ადამიანების სიცოცხლე. 

არ გვაქვს უკან დახევის უფლება".

გაიცანი გმირი