×
საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

თორღვა თორღვაშვილი

მეხანძრე-მაშველი

35 წლის

​2015 წელს თბილისის მერიის პროექტში წარდგენილ ნომინაციაზე ხალხის რჩეული და „თბილისზე მზრუნველი“ გახდა. ნომინაციაში გამარჯვება თორღვა თორღაშვილისთვის შემთხვევითობა არ ყოფილა, გამარჯვებამდე ის 13 ივნისის გმირად იქცა.

"გმირებად არ იბადებიან" - ამ ფრაზას გაგრძელება აქვს, "გმირები ხდებიან" და ამ სიტყვებს თორღვა თორღვაშვილი ყველაზე მეტად ამართლებს. მან 13 ივნისს, სტიქიის ღამეს უამრავი ადამიანი გადაარჩინა.

"13 ივნისის სტიქია არ არის გამარჯვების მოგონება, ეს ტრაგედიაა, რომელიც ჩემი მახსოვრობიდან არ წაიშლება. იმ ღამეს მორიგე ვიყავი, სტიქიის ეპიცენტრში მისვლისას საშინელი სურათი დაგვხვდა. ყველაფერი გავაკეთეთ ადამიანების გადასარჩენად.  ჩვენმა ჯგუფმა ყველა იმ ადამიანის დახმარება შეძლო, ვისაც ეს სჭირდებოდა.

ჩემ ცხოვრებაში ორი სამყარო არსებობს და ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია. პირველი ოჯახია, ხოლო მეორე, ჩემი სამსახური. ვცდილობ, ჩემი ცხოვრების ორ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში ადამიანების და პირველ რიგში, საკუთარი თავის იმედი გავამართლო.