საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ირაკლი ჩერქეზიშვილი

მეხანძრე-მაშველი

25 წლის

19 წლის ასაკში მეხანძრე-მაშველი გახდა, მას შემდეგ 5 წელი გავიდა. ირაკლის აზრით, ეს არის პროფესია, სადაც ყოველთვის სიფრთხილის ზღვარზე გადიხარ, შენი ნებისმიერი ქმედება მნიშვნელოვანია და სწორედ ეს განსაზღვრავს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.

"დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება, 13 ივნისი იყო. სანამ გამოძახების ადგილზე მივიდოდი, არ ვიცოდი, რა მასშტაბურ ამბავთან მქონდა საქმე. სიმართლე გითხრათ, ასეთი ამბები იმ დრომდე, მხოლოდ ფილმში თუ მქონდა ნანახი. ეს ის შემთხვევა იყო, სადაც მხოლოდ შენი წარსული გამოცდილება ვერ დაგეხმარებოდა, ასეთ სტიქიასთან ბრძოლა პირველად მომიწია.

მაშინ მივხვდი, რომ ადამიანების სიცოცხლე ჩვენს მამაცობაზე იყო დამოკიდებული. ეს განწყობა ძალას მაძლევდა, ვცდილობდი ნებისმიერ ფასად გადამერჩინა ადამიანის სიცოცხლე. ამ დღემ ჩემი ცხოვრებაც შეცვალა, რადგან ყველა ემოციას ერთდროულად ვგრძნობდი, ვიყავი უძლურიც და ძლიერიც. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მამშვიდებს აზრი, რომ რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე.

ჩვენი პროფესიის მთავარი აზრიც ეს არის - შენ უნდა გადაარჩინო სიცოცხლე".