ზვიად მღებრიშვილი

მეხანძრე-მაშველი

30 წლის

"ერთხელ საკუთარი ოჯახის წევრების, მეუღლისა და შვილის გადარჩენა მომიწია. ღამის 3 საათზე ბავშვის ტირილმა გამაღვიძა, ბუნებრივი აირისგან მოიწამლნენ, მეუღლემ გონება დაკარგა. ამ დროს ჩემი პროფესია ძალიან დამეხმარა, კარი გავაღე, ჰაერი შემოვუშვი, შემდეგ მეუღლეს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინე და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოვიძახე. ამ შემთხვევამ ბევრი რამ მასწავლა. როცა გამოძახებაზე გავდივარ, მგონია რომ ჩემი საყვარელი ადამიანები უნდა გადავარჩინო.

​ყველა ადამიანი ძვირფასია და მეხანძრე-მაშველმა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გააკეთოს. 9-წლიანმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ მე გამოცდა ჩავაბარე და ჩემს პროფესიასთან ერთად გავიზარდე. ვისწავლე ადამიანების დახმარება და ამით საკუთარი თავი, უფრო კარგ ადამიანად ვაქციე.

გაიცანი გმირი