საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ნიკა ედიშერაშვილი

მეხანძრე-მაშველი

29 წლის

უკვე 8 წელია მეხანძრე-მაშველად მუშაობს. პირველად, 17 წლის ასაკში ლომისობაზე მეგობარ მაშველს დაეხმარა ადამიანის გადაყვანაში. მაშინ ადამიანის დახმარებით გამოწვეული სიამაყე იგრძნო და მიხვდა, რომ კარგი საქმე გააკეთა.

​რამდენიმე წლის შემდეგ, ჯარში ყოფნის პერიოდში, სამაშველო საქმით კიდევ უფრო დაინტერესდა, საბუთები გაგზავნა და მალევე მეხანძრე-მაშველი გახდა.

4 წელი მეხანძრე-მაშველად მუშაობდა, შემდეგ პროფილი შეიცვალა და ახლა წყალზე სამაშველო სამსახურის მაშველია.

ჩვენ სამსახურში არასდროს იცი რისი გაკეთება მოგიწევს. მნიშვნელოვანია ჯერ საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნო, ისე სხვა ადამიანს ვერ დაეხმარები.

"​ერთხელ, ღამის 4 საათზე შემოვიდა შეტყობინება. იტალიურ ეზოში საკუთარი სახლი იწვოდა. შემთხვევის ადგილზე საოცარი სურათი დამხვდა. ფანჯრებიდან ძლიერი კვამლი და ცეცხლი გამოდიოდა. ხალხი ფანჯრის რაფებზე იდგა და შველას ითხოვდა. სახანძრო კიბის დახმარებით ხალხის ჩამოყვანა დამევალა. მათ თვალებში შიშს ვხედავდი, ზოგიერთ მათგანს ჩამოსვლაც კი არ უნდოდა, იმდენად ეშინოდა, ვერ აანალიზებდა, რა ხდებოდა. საბედნიეროდ, შევძელით და ყველა ადამიანი უსაფრთხოდ ჩამოვიყვანეთ.

ასეთ დროს ვერ გეტყვით, რომ ადამიანები გრძნობენ გადარჩენისგან გამოწვეულ ბედნიერებას. ისინი საკუთარ დანაკარგზე ფიქრობენ და ვერ ხვდებიან, რომ რამდენიმე წუთის წინ მათი სიცოცხლე გადარჩა. ვერც მეხანძრე-მაშველები ვერ ვაანალიზებთ იმ წუთებში რა გავაკეთეთ, მხოლოდ ამბის დასრულების შემდეგ გიჩნდება კითხვა: ეს მე შევძელი?!

​როცა სამსახურიში მიდიხარ და ფორმას იცვამ, ყველაფერი იცვლება, არაადამიანური ძალა გეძლევა და ხვდები, რომ შენ ყველაფერს შეძლებ.

ვფიქრობ, ჩვენ ფორმასა და სტატუსს განსაკუთრებული ძალა აქვს, რომელიც ადამიანების გადასარჩენად საჭირო მამაცობას გვმატებს".