საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ლევან ჟამერაშვილი

მეხანძრე-მაშველი

27 წლის

6 წელია მეხანძრე-მაშველად მუშაობს. პროფესიული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ბავშვობაში მიიღო. მაგალითი ძმისგან აიღო. 

"კარიერის დასაწყისში მიჭირდა მძიმე შემთხვევების დროს პასუხისმგებლობის აღება და კოლეგებს ვანდობდი ხოლმე საქმეს. რთულია ახალბედამ საკუთარ თავზე აიღოს სხვისი სიცოცხლის გადარჩენა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, ყველაფერი შეიცვალა. მახსოვს, როდესაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში მონაწილეობა მივიღე, მაშინ მივხვდი, რომ მეც შემიძლია ადამიანების დახმარება. პირველი გადარჩენის შემდეგ კომპლექსი მომეხსნა და ვცდილობ, ნებისმიერ ფასად გადავარჩინო ადამიანის სიცოცხლე.

მახსოვს, ერთხელ გამოძახებაზე ვიყავით, ავტომობილების შეჯახების შედეგად ოთხი - 14-15 წლის გოგონა დაშავდა, მანქანის გახსნა მოგვიწია მათ გამოსაყვანად. მძიმე სამუშაოების ჩატარების შედეგად, ოთხივე მათგანი უვნებლად და დროულად გამოვიყვანეთ. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ამ დროს მნიშვნელოვანია დროული და სწორი რეაგირებაა, რადგან შენს ქმედებაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე. 

მე ვამაყობ, რომ ჩემი პროფესია ადამიანების გადარჩენაა".