საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

იგორ შიპცოვი

მეხანძრე-მაშველი

43 წლის

ის ამაყობს, რომ ცხოვრების ნახევარი ღირსეულ პროფესიას მიუძღვნა. 42 წლის მეხანძრე-მაშველი იგორ შიპცოვი პროფესიონალი მოცურავე იყო, სერიალ "მაშველების" ნახვის შემდეგ სურვილი გაუჩნდა, საზღვაო მაშველი გამოსულიყო, ეს ოცნება წყალზე ვერ აიხდინა, თუმცა მიწაზე ნამდვილად, ის ახლა პროფესიონალი მაშველია.

"ყველა რაღაც კონკრეტული შემთხვევიდან იწყებს, ჩემთვის პირველი ინსპირაცია სერიალი გახდა, ვთქვი და გავაკეთე, მე მაშველი გავხდი. სამსახურის დაწყების შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო სერიალში ნაჩვენები ლამაზი სცენარი, სადაც ხშირად ყველაფერი კარგად მთავრდება. რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა. შენ იღებ დიდ პასუხისმგებლობას, რომლის საფასურიც ადამიანის სიცოცხლეზე გადის.

ამ სამსახურში ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ერთი სიტყვაა - მადლობა, რომელსაც ადამიანები ხშირად გვეუბნებიან. ამ სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს. მეც მინდა მათ მადლობა გადავუხადო - ნდობისთვის და რწმენისთვის. ჩვენ ხომ მათი სიმშვიდის მცველები ვართ და ეს ყოველთვის ასე იქნება".