საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

გუგა გოგიძე

მეხანძრე-მაშველი

25 წლის

პროფესიულ არჩევანზე დიდი დრო არ დაუკარგავს, მან ოჯახური ტრადიცია გააგრძელა და მეხანძრე-მაშველი გახდა.

ოჯახურ ტრადიციას კი საფუძველი გუგას პაპამ ჩაუყარა, შემდეგ მამამ და ახლა უკვე მე-5 წელია, გუგა გოგიძე საგვარეულო პროფესიის გამგრძელებელია.

“​მახსოვს ერთ-ერთი ხანძრის დროს, მამა სახლში საჩუქრით, მუსიკალური ზარდახშით დაბრუნდა. მამამ ხანძრის დროს მშობლებს დაღუპული შვილის სურათები გადაურჩინა. სწორედ ეს არის ჩვენი პროფესია, ხშირად ჩვენ იმედის გადამრჩენელები ვართ.

​ეს ისტორია ჩემთვის ის ბიძგი იყო, რომელმაც ბავშვობაშივე გადამაწყვეტინა - მე მეხაძრე-მაშველი ვხვდები.

მეგობრებს ჩემი პროფესიული არჩევანი არ გაჰკვირვებიათ. თუმცა სულ სხვა იყო მამის ემოციები. ის მიხვდა, რომ თავად იყო მიზეზი, რის გამოც მისმა შვილმა ადამიანების გადარჩენა პროფესიულ არჩევნად აქცია.

ხშირად მეუბნებიან ხოლმე, როდესაც ვიგებთ სახანძრო მანქანის ხმას, ვიცით, რომ მეხანძრე-მაშველები ყველაფერს კარგად გააკეთებენო. ეს ბევრს ნიშნავს, სწორედ ამიტომ მინდა საზოგადოებამ იცოდეს - ჩვენ ყოველთვის მათ სამსახურში ვართ!