საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ბექა მეშველაშვილი

მეხანძრე-მაშველი

26 წლის

მამაჩემიც მეხანძრე-მაშველი იყო. ბავშობიდან ერთი კადრი მახსოვს, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. მამასთან სამსახურში ვიყავი, როდესაც ის გამოძახებიდან გამურული და მტვრიანი დაბრუნდა. თითქოს შენელებული კადრი იყო, მამამ იმ დროს ადამიანი გადაარჩინა და ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. მაშინ ვერ მივხვდი, თუმცა ჩემი პროფესიული არჩევანი იმ დღეს გავაკეთე. ​​მამას დამსახურებაა, რომ მე დღეს მეხანძრე-მაშველი ვარ.

​ჩემთვის ყველაზე ემოციური პირველი გამოძახება და პირველი გადარჩენა იყო. საავადმყოფოში გამოგვიძახეს, ძლიერი დაკვამლიანება იყო. ექიმები და ექთნები გამოგვყვავდა შენობიდან, ამ დროს გავიგეთ, რომ ერთ ოთახში პაციენტი იყო დარჩენილი, რომელსაც ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა. ოთახში შევედით, ყველაფერი კვამლში იყო გახვეული, აირწინაღის გარეშე სუნთქვა თითქმის შეუძლებელი იყო.

იმ დროს ყველაზე მეტად ერთმა ფაქტმა გამაოცა, პაციენტთან ექიმი დაგვხვდა, რომელსაც ინტოქსიკაცია უკვე მიღებული ჰქონდა, თუმცა მუშაობას არ წყვეტდა და პაციენტს ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა. მაშინ მივხვდი, რომ რეალური გმირები ჩვენს გარშემო არსებობენ. ექიმი დამეხმარა გამეაზრებინა, რომ გმირობა ჩვენშია და საჭიროა, ის ადამიანების დასახმარებლად გამოვიყენოთ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება, ასეთი შემთხვევების დროს ვხვდებით, რომ ცხოვრება მსგავსი მომენტებისთვის ღირს.

​მეხანძრე-მაშველობა ჩემი შეგნებული გადაწყვეტილებაა, ეს სტატუსი მაძლევს საშუალებას დავეხმარო ადამიანებს და ამით მეც ბედნიერი ვიყო.