კარლო ლობჟანიძე

მეხანძრე-მაშველი

24 წლის

3 წელია რუსთავში მეხანძრე-მაშველად ვმუშაობ. სირთულეებთან შეჭიდება ყოველთვის მიყვარდა, თუმცა როდესაც ეს სირთულე ადამიანების გადარჩენას ეხება, მაშინ ჩემი პასუხისმგებლობაც ორმაგდება.

მეხანძრე-მაშველი კარლო - ეს ჩემი სტატუსია, რომელმაც 24 წლის ასაკში მნიშვნელოვანი როლი მომანიჭა. მე ადამიანების დახმარება შემიძლია, ამის გაცნობიერება მაძლიერებს და თვითდაჯერებას მმატებს.

გამოძახებაზე გასვლის დროს ვხვდები, რომ წინ სირთულეები მელოდება, თუმცა ამ დროს მხოლოდ ერთი მიზნისკენ მიდიხარ, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, სიცოცხლე უნდა გადაარჩინო.

მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანებს შენი დახმარების იმედი აქვთ და იციან, რომ შენი ნდობა ყოველთვის შეიძლება.

მე მიყვარს ჩემი ქალაქი და მეგობრები, ამიტომ არ მაქვს უფლება, მათი იმედები გავაცრუო.