საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

მიხეილ აბესაძე

მეხანძრე-მაშველი

31 წლის

"მეხანძრე-მაშველად მუშაობა 2009 წელს დავიწყე.

ამ პროფესიის არჩევაში ჩემი მთავარი მოტივატორები მეგობრები გახდნენ, რომლებიც მეხანძრე-მაშველებად მუშაობდნენ. ყოველდღე მესმოდა რამდენ ემოციებთან იყო დაკავშირებული ეს სამსახური.

შესაბამისი სწავლების შემდეგ უკვე მოვირგე მეხანძრე-მაშველის სპეცტანსაცმელი.

მეხანძრე-მაშველი ადამიანებს ხშირად მეორე სიცოცხლეს ჩუქნის. როცა იცი, რომ მოქალაქე შენი დახმარების გარეშე დაიღუპებოდა, შენ კი სიცოცხლე შევუნარჩუნე, განუმეორებელი შეგრძნება გეუფლება.

ჩვენი ცხოვრება დატვირთულია ემოციური ისტორიებით, თუმცა ერთ-ერთს მაინც გამოვარჩევ. მახსოვს, თბილისის ზღვაზე შეყვარებული წყვილი ბანაობდა. ცურვისას ძალიან შორს გავიდნენ წყალში. გოგონა დაიღალა და ტივტივაზე დაეყრდნო დასასვენებლად, თუმცა დაცურდა და ჩაიძირა. გოგონას დახმარებას მეგობარი შეეცადა. საბოლოოდ, ისე მოხდა, ორივე იხრჩობოდა, ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. სწრაფად შევნიშნე სიტუაცია და ორივეს გავუწიე შესაბამისი დახმარება.

მას შემდეგ სამი წელი გავიდა. წყვილი ახლაც ხშირად ამოდის თბილისის ზღვაზე, ჩვენ უკვე მეგობრები ვართ. მომხდარი ფაქტის შემდეგ სიღრმეში აღარ შედიან. შეუძლებელია ასეთი შემთხვევები ოდესმე დაგავიწყდეს".