საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

გაიცანი გმირები

ზვიად მღებრიშვილი

29 წლის

მეხანძრე-მაშველი

"ერთხელ საკუთარი ოჯახის წევრების, მეუღლისა და შვილის გადარჩენა მომიწია. ღამის 3 საათზე ბავშვის ტირილმა გამაღვიძა, ბუნებრივი აირისგან მოიწამლნენ, მეუღლემ გონება დაკარგა. ამ დროს ჩემი პროფესია ძალიან დამეხმარა, კარი გავაღე, ჰაერი შემოვუშვი, შემდეგ მეუღლეს პ

ირაკლი ჩერქეზიშვილი

25 წლის

მეხანძრე-მაშველი

19 წლის ასაკში მეხანძრე-მაშველი გახდა, მას შემდეგ 5 წელი გავიდა. ირაკლის აზრით, ეს არის პროფესია, სადაც ყოველთვის სიფრთხილის ზღვარზე გადიხარ, შენი ნებისმიერი ქმედება მნიშვნელოვანია და სწორედ ეს განსაზღვრავს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.

თემო ქსოვრელი

27 წლის

მეხანძრე-მაშველი

7 წელია მეხანძრე-მაშველად მუშაობს. მაგალითი მამისგან აიღო, რომელიც ათეული წლებია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს.

თორღვა თორღვაშვილი

34 წლის

მეხანძრე-მაშველი

​2015 წელს თბილისის მერიის პროექტში წარდგენილ ნომინაციაზე ხალხის რჩეული და „თბილისზე მზრუნველი“ გახდა. ნომინაციაში გამარჯვება თორღვა თორღაშვილისთვის შემთხვევითობა არ ყოფილა, გამარჯვებამდე ის 13 ივნისის გმირად იქცა.

გიორგი ქობელაშვილი

31 წლის

მეხანძრე-მაშველი

"მეხანძრე-მაშველობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ბუნებრივია, მაშინ ზუსტად ვერ ვაცნობიერებდი, რა პასუხისმგებლობა იყო ეს.

ნიკოლოზ მაჭარაშვილი

25 წლის

მეხანძრე-მაშველი

ნიკოლოზი 3 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს. იგი საკუთარ პროფესიაზე შეყვარებულია და ცდილობს ადამიანების გადასარჩენად მთელი თავისი ენერგია დახარჯოს.

გიორგი აფაქიძე

40 წლის

მეხანძრე-მაშველი

გიორგი ყოფილი რაგბისტია, ტრავმის გამო სპორტის მიტოვება მოუწია, თუმცა აქტიური ცხოვრების წესი ისევ მისი ყოველდღიურობის ნაწილია. ზუსტად 9 წლის წინ, პროფესიული არჩევანი გააკეთა, ის მეხანძრე-მაშველი გახდა. ახლა ათმეთაურია და წოდებიდან გამომდინარე, ხანძრის დროს

გიორგი ბეროშვილი

35 წლის

მეხანძრე-მაშველი

12 წელია მაშველად მუშაობს. ამ დროის განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვა და თვლის, რომ ზუსტად იქ მოხვდა, სადაც საჭირო იყო. მუშაობის 12-წლიან პერიოდში სხვა სამუშაო ადგილებზეც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა საკუთარ საქმეს ვერ შეელია. თვლის, რომ მაშველად მუშაო

გოჩა მისრიაშვილი

59 წლის

მეხანძრე-მაშველი

პროფესია, რომელსაც ნახევარი ცხოვრება მიუძღვნა და დღემდე ადამიანების გადასარჩენად იბრძვის. ის 28 წლის განმავლობაში პროფესიის ერთგულია და იცის, რომ ადამიანებს მისი დახმარება სჭირდებათ. გოჩა მისრიაშვილი 58 წლის მეხანძრე-მაშველია, ის ოცმეთაურია და ცეცხლის დრო

ირაკლი დავითიძე

31 წლის

მეხანძრე-მაშველი

20 წლის იყო, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და მეხანძრე-მაშველი გახდა. ზუსტად 10 წელია ემსახურება პროფესიას, რომლითაც ადამიანების დახმარება ყველაზე უკეთ გამოსდის.

გიორგი გელაშვილი

24 წლის

მეხანძრე-მაშველი

2 წელია, რაც მეხანძრე-მაშველად მუშაობს. გიორგისთვის ეს არ არის ჩვეულებრივი პროფესია, ეს არის საქმიანობა, რომელიც გმირის სტატუსს შენდაუნებურად განიჭებს. მისი აზრით, იყო მეხანძრე-მაშველი ნიშნავს ემსახურო ქვეყანას და პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომელთაც შენი

ვალერი ბეგლარაშვილი

39 წლის

მეხანძრე-მაშველი

​10 წელია მეხანძრე-მაშველად მუშაობს. თბილისში სამუშაოდ კასპიდან დადის და ცდილობს საკუთარი სამუშაო პირნათლად შეასრულოს.