შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა თემურ მღებრიშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნისა და რეაგირების ეტაპებზე მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობის გაუმჯობესება, არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ერთობლივ სწავლებებსა და წვრთნებს ჩაატარებენ, რაც ხელს შეუწყობს კოორდინაციის გაუმჯობესებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას. მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიება გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებმა აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საგამოფენო სივრცეც დაათვალიერეს.

კვირის სტატისტიკა

სახანძრო-სამაშველო ოპერაციები 1724

აფხაზეთი 0
აჭარა 218
გურია 39
იმერეთი 146
თბილისი 581
კახეთი 238
მცხეთა-მთიანეთი 57
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 28
სამეგრელო-ზემო სვანეთი 62
სამცხე-ჯავახეთი 70
ცხინვალის რეგიონი 0
ქვემო ქართლი 188
შიდა ქართლი 97

  • სამაშველო ოპერაცია
  • ხანძრის ქრობის ოპერაცია
  • სპეც. დავალება

სამაშველო ოპერაცია 1079
ხანძრის ქრობის ოპერაცია 554
სპეც. დავალება 91