საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

სტრატეგიული დაგეგმვის და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი

ბოლო ვადა: 2019-02-10

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 3800

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N7

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:

ა) სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით სამსახურის განვითარების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ბ) სამსახურის განვითარების ერთიანი სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

გ) სამსახურის განვითარების მიზნით პროექტების შემუშავება, მათი მართვა და განხორციელების კოორდინაცია;

დ) ქვეყანაში სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტებთან დაკავშირებით არსებული ვითარების მონიტორინგი და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სფეროში პოლიტიკის შემუშავება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანგარიშების მომზადება, ანალიზი და ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში განთავსება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურის ხელმძღვანელობისა და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე  სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ინფორმირება;

ზ) ანალიტიკური კვლევების ჩატარების ორგანიზება და ამ მიზნით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ წინადადებების მომზადება;

 

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

გ)  საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

დ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“

ე) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილება;

ვ) "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019  წლის 17 იანვრის  №4 ბრძანება;

ზ) “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №9 ბრძანება.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • მართვის მოწმობის ასლი.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

 

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურისის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.

6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.