საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის სამმართველოს ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი

ბოლო ვადა: 2019-02-10

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 3800

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N83ა

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:

ა) სამსახურის სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათზე დამონტაჟებული სპეცტექნიკის ექსპლუატაციაში მიღება და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

გ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის შემოწმებისა და შეკეთების განხორციელება, მომარაგების სამმართველოსთან კოორდინაციით საწვავით, საცხებ-საპოხი მასალებითა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა;

დ) სამსახურის ბალანსზე რიცხული სპეციალური, სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებით სურსათისა და მატერიალური ფასეულობების გადაზიდვა საქართველოს რეგიონებში დისლოცირებულ სამსახურის შესაბამის დანაყოფებში;

ე) საჭიროების შემთხვევაში სამსახურის დანაყოფების მოსამსახურეთა სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხოე ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

ე) „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილება;

ვ)„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის N82 დადგენილება;

ზ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის № 605 ბრძანება;

თ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილება;

ი) "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019  წლის 17 იანვრის  №4 ბრძანება;

კ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №17 ბრძანება.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • მართვის მოწმობის ასლი.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

 

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურისის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.

6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.