საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს თელავის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს ნაფარეულის განყოფილების ცვლის მეთაური

ბოლო ვადა: 2019-04-07

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 900

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ნაფარეული, მე-2 ჩიხი №14

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • ორგანიზება გაუწიოს და გააკონტროლოს   მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ მორიგე სამსახურის განხორციელება;
  • შეისწავლოს  დანაყოფის გასვლის რაიონი, პოტენციურად საშიში ობიექტების განლაგება,   მათი   ხანძარსაშიშროება,   სააგენტოს   დანაყოფის   სახანძრო   და   საავარიო- სამაშველო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები;
  • ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაზე მიმართული ძირითადი  მოქმედებების  უზრუნველყოფისათვის,  განახორციელოს  შესაბამისი ღონისძიებები სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებისა  და  საავარიო-სამაშველო  აღჭურვილობის,  კავშირის  საშუალებების, ცეცხლმაქრი ნივთიერებების, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის  საშუალებების,  რადიაციული  და  ქიმიური  დაცვის  საშუალებების მზადყოფნისათვის;
  • განახორციელოს დანაყოფის გასვლის რაიონში გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების, გასასვლელების და მისასვლელების მდგომარეობის კონტროლი;
  • მოახსენოს  დანაყოფის ხელმძღვანელს ან/და ოპერატიულ მორიგეს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებისა და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის, კავშირის საშუალებების, ცეცხლმაქრი ნივთიერებების, მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების,  რადიაციული და ქიმიური დაცვის საშუალებების გაუმართაობების შესახებ;

 

  • უზრუნველყოს შრომის დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების წესების და სანიტარულ- ღიგიენური ნორმების   შესრულება და დისციპლინის დაცვა მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ;
  • გააკონტროლის მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის მიერ დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ტარების წესი;
  • განახორციელოს   მორიგე   ცვლის   პირადი   შემადგენლობის   მიერ   მხედველობის   და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტექნიკური მომსახურების და გაზკვამლდაცვის სამსახურის დოკუმენტაციის სწორი წარმოების კონტროლი;
  • განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილება;

დ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილება;

ე) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება. 


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურისის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას. ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების დაშვებამდე კი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა №100), ვინაიდან კონკურსის ამ ეტაპზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა თავსებადი იქნება მეხანძრე-მაშველის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან.

6.  გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.