საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსის მოადგილე

ბოლო ვადა: 2019-07-15

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 1800

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, გორგასლის ქ.№36

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • ორგანიზებას უწევს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებისა და საავარიო-სამაშველო მოწყობილობების მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციას;
  • უზრუნველყოფს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების დანიშნულებისამებრ გამოყენებას;
  • ახორცილეებს პირადი შემადგენლობის პროფესიული, ტაქტიკური და ფსიქოლოგიური მომზადების ორგანიზება;
  • უზრუნველყოფს კომპლექსური ამოცანების რეალიზებას, რომლებიც მიმართულია ხანძრების პროფილაქტიკისა და მათი ჩაქრობის უზრუნველყოფისაკენ;
  • უზრუნველყოფს სახანძრო (საავარიო-სამაშველო) ტექნიკის, ტექნიკური-შეიარაღების, მოწყობილობების, მაიზოლირებელი აირწინაღების, კავშირგაბმულობის საშუალებების მოვლა-პატრონობა, მუდმივი მზადყოფნა და დადგენილი წესით შენახვას, რეგულარულად შემოწმებასა და აღრიცხვას;
  • დადგენილი წესის შესაბამისად ორგანიზებას უწევს ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა-გამოკვლევას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას;
  • გავიდეს გასვლის რაიონში მომხდარ ხანძრებზე დასხვა საგანგებო სიტუაციებზე (შემთხვევებზე);
  • ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის პირადი შემადგენლობის მიერ სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებათა შესრულებას;
  • დადგენილი წესის შესაბამისად ორგანიზებას უწევს მოსახლეობისათვის და მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლებას;
  • უზრუნველყოფს სამსახურში საწვავ-საპოხი მასალების მოძრაობის ყოველთვიურ ანგარიშგებას;
  • უზრუნველყოფს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის და სახანძრო-სამაშველო ტექნიკური შეიარაღების ექსპლუატაციის, მდგომარეობის, ტექმომსახურების შესახებ, აგრეთვე კაპიტალური შეკეთების პერიოდულობის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებას;
  • უზრუნველყოფს სახანძრო ტექნიკის მუშაობის დროს აღმოჩენილი გაუმართაობის, დეფექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს;
  • ადგენს და აკონტროლებს შიდა განწესი;
  • ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში;
  • ასრულებს ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №370 დადგენილება;

დ) „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №371 დადგენილება;

ე) „სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 09 მარტის №119 დადგენილება;

ვ) "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019  წლის 17 იანვრის  №4 ბრძანება;

ზ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის  №24 ბრძანება;


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

 

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურისის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.

6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.

 


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.