საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის ტელესაკომუნიკაციო სისტემების სამმართველო უფროსი

ბოლო ვადა: 2019-08-08

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგი: 3800

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • ტელესაკომუნიკაციო სისტემების არქიტექტურის დაგეგმვის და მართვის გამოცდილება; ანალოგური და ციფრული რადიოკავშირის, რადიომაუწყებლობისა და ტელემაუწყებლობის ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • სახელმწიფო საკუთრების კავშირგაბმულობის საინფორმაციო ქსელებისა და საშუალებების მართვა;
  • რადიოსიხშირული სპექტრის დაყოფაში მონაწილეობა;
  •  კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური უზრუნველყოფის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მისი რეალიზაციის ორგანიზება;
  • კავშირგაბმულობაში, საინფორმაციო ქსელებში მოწინავე ტექნიკის და ტექნოლოგიების კვლევა და დანერგვა;
  • კავშირგაბმულობის ქსელის ორგანიზება, შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურისა და პერიფერიული მოწყობილობების ადმინისტრირება და გამართულობის უზრუნველყოფა;
  • კავშირგაბმულობის საინფორმაციო ქსელების ფუნქციონირების კოორდინაცია;
  • საგანგებო და კრიზისული სიტუაციების დროს კავშირგაბმულობის საინფორმაციო ქსელების და საშუალებების მართვა;
  • ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ფიზიკა მათემატიკა ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);
  • შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;

ე) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება. 

ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის  №24 ბრძანება;


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

Curriculum Vitae (CV);

განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით/გასაუბრება;
  • კანდიდატის საბოლოო შეფასება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.

6.  გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

 

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.